კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. „ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი – ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმენლად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში. 15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში – ყველამ…
Author: Tatia
მეგობრებო, საერთაშორისო წესის მიხედვით – საჰაერო გადაზიდვებისას ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ორგვარად: რეალური (სასწორის) და მოცულობითი წონით! აღნიშნული წესი არ გახლავთ USA2GEORGIA-ს შექმნილი. იხილეთ IATA – საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციის დებულება https://www.iata.org/en/publications/newsletters/iata-knowledge-hub/air-cargo-tariffs-and-rules-what-you-need-to-know/ “How Is Air Freight Cost Calculated? When it comes to how is air freight cost calculated, the weight and volume are determining factors. Air carriers can charge by volumetric weight, which is dimensional weight, or by actual weight. To determine the volumetric rate, the general rule is to divide the volume of the shipment in cubic centimeters by 6000. Whichever is higher, the volumetric weight or actual weight, that is the…
როგორც უკვე აღვნიშნეთ 8 ნოემბრის სტატიაში, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გამო – USA2GEORGIA-მ ამანათების გადაფუთვის მომსახურება დააბრუნა! სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამერიკაში ონლაინ-მაღაზიების უმრავლესობა უზარმაზარი ყუთებით აგზავნის პროდუქციას, ხოლო მომხმარებელს უწევს საერთაშორისო ავია-გადაზიდვის სტანდარტების მიხედვით ამანათის მოცულობითი წონის გადახდა. ასე, რომ – შეგიძლიათ ისარგებლოთ <გადაფუთვის სერვისით> და ტრანსპორტირებისას დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა. ყუთით მიღებული ტანსაცმელი, გადალაგდება პოლიეთილენის პარკში და დაითვლება მხოლოდ სასწორის წონით. ასევე, პროდუქცია, რომელსაც უკვე გააჩნია მყარი პროდუქციის შეფუთვა და არ არის მსხვრევადი, გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე, ხოლო საფოსტო ყუთ(ებ)ი, რომელიც ძალიან დიდი ზომის არის, მაქსიმალურად შემცირდება ზომაში. პოლიეთილენის პარკით მიღებულ ამანათებს გადაფუთვის მომსახურება არ შეეხება, რადგან ასეთი…
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებისთვის, განახლებული შესაძლებლობებითა და ფუნქციებით: ჭკვიანი ჩატბოტი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, USA2GEORGIA-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი თქვენს სამსახურშია! ის მყისიერად მოგიძებნით ინფორმაციას ამანათ(ებ)ზე, დაამატებს თრექინგ კოდს თქვენს ექაუნთში, ამოიცნობს სასურველ ინფორმაციას ფოტოდან და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ. ჩატბოტი ეტაპობრივად “დაჭკვიანდება”, ის ხომ მუდმივად მომხმარებლის მიერ დასმული კითხვებიდან ვითარდება. წერილების გაგზავნა და მიღება აპლიკაციიდან თუ თქვენ ვერ ახერხებთ ელ-ფოსტის შემოწმებას ტელეფონით, რათა საინფორმაციო განყოფილების მიმოწერა წაიკითხოთ, ან გსურთ რამდენიმე მიმოწერის უფრო იოლად მართვა, მაშინ, USA2GEORGIA-ს წერილების ფუნქცია თქვენთვისაა! ყველა წერილი უნიკალური რიცხვით არის დანომრილი, მიმოწერის საკითხები კი დაჯგუფებულია თემატურად. აპლიკაციიდან გაგზავნილი წერილი, სწრაფად და მარტივად მოხვდება საინფორმაციო…
მეგობრებო მოგეხსენებათ, ამერიკაში Amazon Prime – ის მოულოდნელად გამოცხადებული ფასდაკლებების დღეებისას, 11-12 ოქტომბერს, ადგილობრივ საფოსტო კომპანიებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ამანათების გადაზიდვა/დახარისხება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთვების ფონზე აშშ-ში ყველა საფოსტო კომპანია საგანგებო რეჟიმით მუშაობს, ჩვენ საწყობამდე ამანათების დროული მოწოდება ვერ ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში კი, რამდენიმე დღის დაგვიანებით – დღის მეორე ნახევარში იგზავნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი მყისიერად გადაეწყო 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რათა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ ამანათების დახარისხება და საქართველოში დროულად გამოგზავნა. მოსალოდნელია – რამდენიმე დღიანი შეფერხებები თვის ბოლომდე გაგრძელდეს. იმედს ვიტოვებთ, ერთობლივი ძალისხმევით, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მოლოდინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შემცირდება. მადლობა ერთგულებისთვის, USA2GEORGIA
ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, საბაჟო რეგულაციები – მოსალოდნელი გაიოლების ნაცვლად, უფრო გამკაცრდა! კერძოდ, ახალი საბაჟო რეგულაციის მიხედვით, შესაძლოა – განბაჟებას დაექვემდებაროს ნებისმიერი ღირებულებისა და სახეობის ამანათი, მათ შორის პირადი მოხმარების ნივთებიც, თუკი ჩამოტანილი ამანათების რაოდენობა წელიწადში 200 ერთეულს აღემატება. სამწუხაროდ, ახალი რეგულაციის შესახებ რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი საბაჟო სამსახურისგან არ მიგვიღია! შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის. იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717 მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო…
მეგობრებო, USA2GEORGIA – 14 წელია ოპერირებს ბაზარზე, თქვენგან უმეტესობა – პირველივე დღეებიდან მოგვყვებით ერთგულად და კარგად იცით – საიდან დავიწყეთ ერთად და სად მოვედით 14 წლის მანძილზე. გასული 14 წლის განმავლობაში, ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის დიდი მოლოდინი ჰქონდა USA2GEORGIA-სგან, რადგან მუდამ ვთავაზობდით სერვისის განვითარებისთვის ინოვაციურ იდეებს. საქართველოში პირველებმა დავნერგეთ თვითმომსახურების ტერმინალები. მრავალი წელი ვმუშაობდით იმ საკითხზეც, რომ ზედმეტი ბიუროკრატიისგან დაგვეცვა ერთგული მომხმარებლები, რა მასშტაბის საშუალებასაც კანონი გვაძლევდა. დიდი ბრძოლის შედეგად კი – სახელმწიფო სტრუქტურებთან ჩვენი უშუალო ჩართულობით, შეიქმნა გამარტივებული საბაჟო დეკლარირების პროცედურა და დისტანციური განბაჟება. პირველად საქართველოში, განვახორციელეთ ლოქერების პროექტი, რომლის სერვისსაც წელს უპრეცედენტოდ ფართო გეოგრაფიულ მასშტაბზე შემოგთავაზებთ. შესაძლოა, გაკვირვებას იწვევს…
მეგობრებო, დაგვეთანხმებით, ამ უმძიმეს დღეებში, ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მთელი მსოფლიოდან დაძრულია ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. კარგოლუქსის ავია-ხაზები, რომელიც ნიუ-იორკიდან ოპერირებს და ლუქსემბურგის გავლით საქართველოშიც აგზავნის ტვირთს, თითქმის მთლიანად გადაერთო ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე. USA2GEORGIA შეუერთდა ჰუმანიტარულ აქციას და ამერიკიდან, თვითმფრინავის ბორტზე კუთვნილი სივრცის ნაწილი დაუთმო ჰუმანიტარულ დახმარებას! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომდენო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა დაფიქსირდეს შეფერხებები საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაზე. იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ ხალხს ნამდვილად არ გაუჭირდება წარმოდგენა – რა ხდება ომით დაზარალებულ ოჯახებში, განსაკუთრებით მაშინ როცა – მტერი ერთია, ერთი ხელწერით! მეგობრებო, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს! გისურვებთ მშვიდობას!
ალბათ გსმენიათ ნეირონული ქსელების და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება. რა არის ხელოვნური ინტელექტი? ხელოვნური ინტელექტი სწავლობს მისთვის წინასწარ განსაზღვრული მონაცემების და ალგორითმების საფუძველზე, ვითარდება და შემდეგ დამოუკიდებლად ასრულებს ამოცანებს. მაგალითად ამაზონის “ალექსა”, თვითმავალი ავტომობილები, რობოტი-მტვერსასრუტი და სხვა. ხშირ შემთხვევაში, მას გარკვეული ამოცანები ადამიანზე უკეთაც შეუძლია შეასრულოს, მაგალითად მყისიერად გაანალიზოს მილიონობით ფოტო და იდენტიფიკაცია გაუკეთოს საჭირო ობიექტს ან თუნდაც ადამიანის სახეს. მსოფლიო გამოწვევების ფონზე, ბუნებრივია გამონაკლისი ვერ დარჩებოდა USA2Georgia. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ხელოვნურ ინტელექტს ლოჯისტიკური პროცესების დახვეწის მიზნით. მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად, ის უკვე ნაწილობრივ დაინერგა ჩვენს სისტემაში და მას “ჭკვიანი ტვინი” დავარქვით. მაგალითისთვის,…
ფასდაკლებების აქციები გრძელდება, ამჯერად ტექნიკის მოყვარულთათვის. უამრავი პროდუქცია გაიყიდება დღეს დიდი ფასდაკლებით, ასე, რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი, წელიწადში ასეთი დღე მხოლოდ ერთია!