USA2GEORGIA მომსახურების პირობების გაუმჯობესებას განაგრძობს და 2011 წლის 17 ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შედის ახალი საწყობი – დელავერის შტატში. ამ ცვლილების მიზეზი გახლავთ დელავერის შტატში ე.წ. Sales Tax-ის არარსებობა. მოგეხსენებათ, რომ ონლაინ შესყიდვის დროს პროდუქციის ღირებულებას “Sales Tax” ემატება, რომელიც არც თუ ისე ცოტაა. მაგ.: თუ თქვენი ამერიკული მისამართი არის ნიუ-იორკში, თქვენ მიერ შეძენილ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში საშუალოდ პროდუქციის ღირებულების 7-12%, მინესოტაში 7-10%, ნიუჯერსში კი 7-14% ემატება. ხოლო ჩვენს ახალ მისამართზე დელავერში ეს ფასნამატი – 0%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ შესყიდვები კიდევ უფრო გაიაფდა. გთხოვთ, 17 ოქტომბრიდან ონლაინ მაღაზიაში შეკვეთისას, Shipping მისამართი შეცვალოთ ახლით, რათა ამანათის ძველ მისამართზე…
Author: Tatia
უკვე 1 კვირაზე მეტია, თბილისში წარმოუდგენელი სიცხეები დაიწყო. მომხმარებლებისგან ხშირად გვესმის, რომ ექსპრეს კურიერით სარგებლობა უფრო კომფორტულია, ძვირფასი დრო და საწვავის ხარჯი იზოგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპრეს კურიერის ხიბლი ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა კიდევ არ იცის. შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე, 10:00 – 19:00-მდე, -35°C-დან + 55°C-მდე ტემპერატურის პირობებშიც. ექსპრეს კურიერი – ეს არის სიგრილე და კომფორტი ერთად.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2011 წლის 9 ივნისიდან გადახდის მეთოდებს საქართველოს ბანკის არხებიც დაემატა: 1. ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკინგი 2. სატელეფონო ბანკინგი 3. ვებ-საიტი ipay.ge 4. სერვის ცენტრებში ოპერატორებთან გადახდა 5. მეტროს სერვის ცენტრებში ასევე, მომდევნო კვირიდან USA2GEORGIA-ს გადახდის სისტემას საქართველოს ბანკის ფეიბოქსის აპარატებიც დაემატება.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარი დეკლარირების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია შემოგთავაზოთ ისეთი მოქნილი და მოხერხებული სერვისი, როგორიცაა დისტანციური განბაჟება. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4). აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში “ჩამოსულია” დააჭიროთ “დისტანციური განბაჟების” ღილაკს. კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვისაც წვლილი მიუძღვის საბაჟო პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასა და დახვეწაში.
ესენი არ არიან “ადამიანები შავებში”, ესენი ექსპრეს კურიერები არიან! უცხოპლანეტელთა გასანადგურებლად მათ ვერ გამოიძახებთ, ამანათს კი სიამოვნებით მოგართმევენ. ბოლო პერიოდში ექსპრეს საკურიერო სერვისზე მოთხოვნის ზრდის გამო, ჩვენს ინფრასტრუქტურას რამდენიმე საკურიერო მანქანა დაემატა, რაც ამანათების სწრაფად მიღებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეს ფაქტი კი ექსპრეს კურიერის პოპულარობის ზრდითაა განპირობებული. მომხმარებლებისგან ხშირად გვესმის, რომ მანქანით გამოსვლა ზოგჯერ 3 ლარზე მეტი ჯდება, რომ არაფერი ვთქვათ დროის დაზოგვაზე. ექსპრეს კურიერის მომსახურების პირობები ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი ყოველდღე მუშაობს.
ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნას, სისტემას თრექინგ კოდზე კომენტარის გაკეთების საშუალება დავამატეთ. კომენტარის გასაკეთებლად უბრალოდ დააჭირეთ მწვანე ღილაკს და აკრიფეთ სასურველი ტექსტი. კომენტარში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა, მაგ.: “შავი ფეხსაცმელი ზაპოდან”, “ჩემი შეკვეთა ზაფხულისთვის, მაისური, კეპი, შორტები”, “Order #…. შეკვეთის ნომერი Amazon-ზე” და ა.შ., ანუ ნებისმიერი რამ, რაც მომავალში ამ შეკვეთას შეგახსენებთ. კომენტარი ამერიკაში ამანათის მისვლის შეტყობინებაშიც გამოჩნდება. აკრეფილი კომენტარის ნახვა ამანათის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე იქნება შესაძლებელი და ის თრექინგ კოდის გასწვრივ იქნება. მისი შევსება სავალდებულო არაა, ეს უბრალოდ სისტემის დამატებითი ფუნქციაა. გისურვებთ წარმატებებს.
We’re pleased to announce an English version of our website from Jan 11. Any existing customer, registered with ID of other Georgian citizen may change an appropriate citizenship settings under Profile section. To change the language, please make a selection on top right corner of the website. მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 11 იანვრიდან კომპანია USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდის ინგლისური ვერსიაც ფუნქციონირებს. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, პასპორტის ნომრით დარეგისტრირდნენ და ჩვენი მომსახურებით ისარგებლონ. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრით, მას შეუძლია შეცვალოს პარამეტრები პროფაილის განყოფილებაში. ენის შეცვლა ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში სასურველი ენის მონიშვნით ხდება.
მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ მრავალი ადამიანის ოცნება ახდა და საბაჟო პროცედურები გამარტივდა. განსაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება, ყოველგვარი დაბრკოლების და საბაჟო პროცედურების გარეშე. საბაჟო გადასახადების გადახდა კი ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეგეძლებათ. კომპანია USA2GEORGIA მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელსაც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილი მიუძღვის. იმედი გვაქვს, საბაჟო პროცედურების გამარტივებით, მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგი უფრო სახალისო გახდება. გისურვებთ წარმატებებს!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA -ში თანხის გადახდა უკვე თიბისის ინტერნეტ ბანკითაც შეგიძლიათ. ამისათვის განყოფილებაში ოპერაციები, აირჩიეთ სხვადასხვა გადასახადი, შემდეგ კომპანიის დასახელებაში აშშ2საქართველო და მიუთითეთ თქვენი ოთახის 5-ციფრიანი U ან B ნომერი. გადახდა თქვენს ბალანსზე მომენტალურად აისახება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია გადახდის სხვა საშუალებების ჩართვა, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.
USA2GEORGIA.COM ვებ-გვერდს ამანათების მართვის პანელში დაემატა ახალი ფუნქცია “მოვაკითხავ ოფისში”. ამიერიდან მონიშვნის შედეგად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიუთითოთ, გსურთ თუ არა ამანათის გატანა ოფისიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად, აქამდე საჭირო იყო მისამართის წაშლა და მის ნაცვლად “ოფისიდან გავიტან” სიტყვების ჩაწერა. ფუნქციის გამოყენება და დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკურიერო სერვისის დაწყებამდე 1 დღით ადრე.