გვიპოვეთ უკვე Twitter-ზე: http://twitter.com/usa2georgia
Author: Tatia
20 აპრილიდან USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსება PayBox-ის ყვითელი ფერის აპარატებიდანაც შეგეძლებათ. მომსახურების საკომისიო 2%-ს შეადგენს. რამდენიმე ასეთი აპარატი USA2GEORGIA-ს მიცკევიჩის ფილიალთანაც არის განთავსებული. გადახდის განხორციელებისთვის, ონლაინ გადახდების განყოფილებაში უნდა აირჩიოთ USA2GEORGIA, შემდეგ აკრიფოთ თქვენი ოთახის 5-ნიშნა ნომერი, დავალიანებას კი აპარატი თვითონ დაგითვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომდევნო კვირიდან ძველი ნომრები 10-62-63, 10-62-60 გამოირთვება და მათ ნაცვლად ახალი, მრავალარხიანი ნომერი 42-18-18 იმუშავებს.
ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამანათების ზომაში შესამცირებლად სპეციალური მოწყობილობა შეიძინა. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ “დაჭეჭყავს”). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება. უახლოეს მომავალში საქართველოში სხვა მოწყობილობას გამოგზავნიან, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს. ნუ გადაიხდით ზედმეტს – ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით.
კითხვები, რომლებსაც ელ-ფოსტით და ტელეფონით პერიოდულად ვიღებთ: 1. ეს “ამაზონი” რა არის, ანუ პირდაპირ ბრაზილიიდან მოდის ამანათი? 2. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხუთშაბათს რომ გამოიგზავნება, მეორე დღეს თბილისში რატომ არ არის? 3. იცით, ქალის ჩექმას ველოდები და დუტის კურტკას. ვერ დაახვევთ და ჩექმაში ვერ გაჭედავთ რომ ტრანსპორტირება ნაკლები დამიჯდეს? 4. სათამაშოები უფროსებისთვის შეიძლება გამოვიწერო? – შერცხვა და გაწითლდა 🙂 – შეიძლება, რა თქმა უნდა. 5. კურიერი რო “დამეხვოსტოს” არ შეიძლება? ჭავჭავაძეზე ვარ. 6. 300 ლარი უკვე ჩაგირიცხეთ, “ამაზონზეც” ავირჩიე რაც მინდა, უკვე 1 კვირა გავიდა და რატომ არ მიგზავნიან? 7. 52 ზომა შარვალი უნდა გამოვიწერო და ხო კარგად მომივა? 8. მაშველი…
ამას ბევრი გვეკითხება, როგორც ფილიალში მოსვლისას, ასევე ელ-ფოსტით. ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა ამის შესახებ, მაგრამ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაცნობოთ. რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა? პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, ე.წ. Ground Shipping-ით. შესაბამისად, ფოსტები იქ მხოლოდ რეალურ წონას ანგარიშობენ. ავიაგადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა – ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა. როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები პროდუქციას კომპაქტურად არ ფუთავენ და საფოსტო ყუთში დიდი სიცარიელეა – ანუ მოცულობითი წონა. ასეთი ამანათები ზომაში დიდია. შედეგად, კომპანია USA2GEORGIA-ს მომხმარებლების კომფორტისთვის, ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის (ანუ ზომაში შემცირების) აუცილებლობა გაჩნდა, რაც ჩვენმა კომპანიამ, რამდენიმე თვეა,…
დღეს, 9-საათიან “კურიერში” გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ USPS ფოსტით სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიიდან გამოგზავნილი ამანათები იკარგება ან ის არ ჩამოდის, რაც შეუკვეთესო. თუმცა ამერიკიდან კერძო კომპანიებსაც ჩამოაქვთ ტვირთები – მაგალითად, USA2GEORGIA-ს, სადაც ასეთი შემთხვევა არ ყოფილაო, დასძენს ჟურნალისტი. იქვე აჩვენეს ჩვენი ოფისი და ამანათების გაცემის პროცედურა, რომელიც ალბათ თქვენ ისედაც იცით. სავარაუდოდ, მათ არ უფიქრიათ, თუმცა სიუჟეტი ჩვენი რეკლამა გამოვიდა, რისთვისაც “კურიერს” დიდ მადლობას ვუხდით. მათთვის, ვინც კიდევ ყოყმანობს, თუ რა მეთოდით გამოგზავნოს შესყიდული პროდუქცია ამერიკიდან, გვინდა ვურჩიოთ – მოერიდეთ ჩვეულებრივ ფოსტას, ისარგებლეთ მხოლოდ არაჩვეულებრივით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის ჩამონათვალის და ფასების მითითება სავალდებულოა, როგორც ეს ჩვენს მომხმარებელს არაერთგზის ვაცნობეთ. ინფორმაციის არასრულად ან არასწორად მითითების შემთხვევაში, კომპანია USA2GEORGIA პასუხს ვერ აგებს საბაჟოზე წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებსა და ჯარიმებზე. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად, რომელიც 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის გამოგზავნას USA2GEORGIA-ს მეშვეობით კრძალავს, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2010 წლის 8 თებერვლიდან დაწესდება საჯარიმო სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირობა ჩაიდება მომსახურების პირობებშიც და მისი ხელახალი დადასტურების მოთხოვნა გახდება საჭირო. იხილეთ მომსახურების პირობები და პარაგრაფი 7.5. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია USA2GEORGIA-სთვის შეზღუდვების დაწესება არასასიამოვნო იყო, საქართველოში მოქმედი კანონდებლობის და საბაჟო წესების შეცვლის შემდეგ, მათი მიღება…
ხშირად ვიღებთ ამ შეკითხვებს და გვსურს გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები უკვე არის ხშირად დასმულ კითხვებში. 1. თუ საფოსტო კომპანია ამერიკაში შაბათ-კვირას მიიტანს ამანათს ჩვენს საწყობში, ამანათის ჩაბარება ვერ მოხდება და საფოსტო კომპანია დატოვებს შეტყობინებას. როგორც წესი, ასეთი ამანათები ორშაბათს ან სამშაბათს მათ ხელახლა მოაქვთ ან ჩვენს წარმომადგენელს მოაქვს ფოსტიდან. ანუ თუ თქვენ საფოსტო კომპანია გაცნობებთ, რომ ვერ ჩააბარეს ამანათი, არ ინერვიულოთ, მას სამუშაო დღეებში მივიღებთ. 2. თუ საფოსტო კომპანიისგან მიღებული გაქვთ შეტყობინება, რომ გარკვეული თრექინგ კოდი უკვე მიტანილია მისამართზე, მაგრამ მას თქვენ ვერ ხედავთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გთხოვთ, ეს თრექინგ კოდი მისაღები ამანათების სიაში დაამატოთ. საკმაოდ ხშირად ხდება…
თუ თქვენ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნას გადაწყვეტთ, გთხოვთ, GLS ჯგუფის მეორე კომპანიით შპს ჯიელეს “GLS LLC” www.gls.ge-ით ისარგებლოთ, სადაც ამანათების და ტვირთის უპირობო განბაჟება ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟომ შეიძლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები იმ მომხმარებლებზე, რომლებიც 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას USA2GEORGIA-ს საშუალებით გამოგზავნიან. ორშაბათიდან www.gls.ge ვებგვერდზე ავტომატურ რეგისტრაციაც შესაძლებელი გახდება, მანამდე კი საკონტატქო მონაცემები შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] ორივე რესურსი მუშაობს პრაქტიკულად ერთნაირად, განსხვავება ის არის, რომ U ოთახის ნომრის ნაცვლად, თქვენ მოგენიჭებათ ახალი ნომერი B სიმბოლოთი (ბიზნესი). რეგისტრაციისათვის საჭირო იქნება მეორე ელ-ფოსტა. ანუ შედეგად გექნებათ რეგისტრაცია USA2GEORGIA შიც და GLS-შიც. 300 ლარამდე პროდუქციის შემთხვევაში გაგზავნით USA2GEORGIA-ს მისამართზე,…