ონლაინ შოპინგისას ხშირად ვხვდებით პარადოქსულ სიტუაციაში, როცა ისეთ პატარა ნივთს, როგორიცაა მაგალითად სავარცხელი, დიდი ზომის ყუთით ვიღებთ. როგორც BBC ამტკიცებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. სპეციფიკური მასალის მწარმოებელი/გამყიდველი მაღაზიები, როგორც წესი, პროდუქციის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უფრო დიდ შესაფუთ მასალას იყენებენ, ვიდრე – კონკურენტები. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არაა. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიები პროდუქციის შესაფუთი ყუთების ზომის დასადგენად ალგორითმებს და პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, მაგრამ საწყობებში არსებული შეფუთვების შეზღუდული მარაგები დასაქმებულებულს ხშირად აიძულებს, უფრო დიდი ყუთები აირჩიონ. მაშინ, როცა ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ამანათების დიდი შეფუთვით მიღება დამატებით ხარჯებთან ასოცირდება, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიდი ზომის ყუთების გარემოზე ზემოქმედება პირდაპირპროპორციულად…
Author: Tatia
“პროდუქცია წარმატებით შეიძინეთ!” – ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ცოტაა ისეთი მყიდველი, რომელიც ონლაინ შეკვეთის დასრულების შემდგომი პროცედურებით ზედმიწევნით დაინტერესდება. არადა ამანათის მისაღებად საჭირო მოქმედებები ხომ სწორედ ახლა იწყება – საქმეში ერთვება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური პროგრამები, რობოტები, ფურგონები და ა.შ. … და ეს ყველაფერი დიდ “ფერხულს” ჰგავს, ცეკვას, რომელშიც თითოეული მოძრაობა ძალიან სწრაფად უნდა შესრულდეს. დღესდღეობით ბევრ ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანიას “დასაქმებული ჰყავს” რობოტები! დიახ, შეცდომით ნამდვილად არ წაგიკითხავთ და ამაზე ჩვენც არაერთხელ გიამბეთ. სწორედ რობოტები აგროვებენ მომხმარებლის მიერ ონლაინ შეკვეთილ თითოეულ პროდუქტს თავბრუდამხვევი სისწრაფით და, რაც მთავარია, სიზუსტით! სულ თავიდან, როცა ონლაინ შოპინგის ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისთანავე,…
თითქმის აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ არ სმენია. თუმცა, ჩვენ შორის მაინც არიან ისეთები, რომლებსაც ჯერ AI-ის მიმართ ეჭვები აქვთ და მაინცდამაინც არ ენდობიან. ამ სტატიაში გაგაცნობთ ხელოვნური ინტელექტის ერთერთი საკმაოდ პოპულარული კომპანიის – ChatGPT-ის 5 ძირითად ფუნქციას, რითაც ის ყოველდღიურ საქმიანობას გვიმარტივებს და ამით მის მიმართ ჩვენი ნდობაც მატულობს! საქმიანმა საზოგადოებამ კარგად იცის ელ-ფოსტით მიღებული შეტყობინებების მნიშვნელობა, რომელიც რაც უფრო გამართულია, მით მეტი ძალა აქვს. თუმცა, თითქმის იდეალური შეტყობინების მომზადება საკმაო დროს მოითხოვს, რაც ხშირად ჩვენთვის ფუფუნებაა. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ყველა სიტყვა უამრავჯერ დავწეროთ, შემდეგ წავშალოთ, ბოლოს ისევ დავწეროთ და ასე დაუსრულებლად … – მიეცით…
თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიის უსაფრთხოდ დანერგვის პროექტი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისეთი ავტომობილების სქემას, რომელსაც სამართავად მძღოლი არ ესაჭიროება, Massdrive ჰქვია და ის მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს სერტიფიცირებული მანქანები, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს. ეს პროექტი გაერთიანებულ სამეფოში სურეის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ექპერტების ხელმძღვანელობით ამოქმედდა. 2023 წლის ნოემბერში ბრიტანეთის მთავრობამ ახალი საკანონმდებლო გეგმა დააანონსა, რათა გაერთიანებულ სამეფოში თვითმართვადი ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იყოს. თუმცა ბრიტანული კანონის მიხედვით, მანამ, სანამ ასეთი მანქანები ქუჩებში გამოჩნდებიან, მათ უსაფრთხოების ძლიერი ტესტირების გავლა მოეთხოვებათ.
გაცნობებთ, რომ გლდანის ფილიალის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, სერვის-ცენტრის მისამართი იცვლება! ძველი ფილიალიდან ამანათების მიღებას შაბათს 18:00 საათამდე შეძლებთ, ხოლო კვირას ფილიალი არ იმუშავებს. ორშაბათს, 15 აპრილს 09:00 საათიდან ამანათების მიღებას ომარ ხიზანიშვილის ქ. #108-დან შეძლებთ. ახალ ფილიალს დიდი სასაწყობე სივრცე და გაცილებით მოხერხებული საპარკინგე ტერიტორია აქვს, ამანათების მიღების პროცესი კი მეტად კომფორტული და სასიამოვნო გახდება! სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!
USA2GEORGIA-ს შემოქმედებითმა გუნდმა ახალი პროექტი წამოიწყო სახელად “მეტამორფოზა”. პროექტის შესახებ ვრცლად პროექტის იდეის ავტორი და ქოფირაითერი მოგვიყვება.- რას ემსახურება პროექტი „მეტამორფოზა“? – ახალი პროექტი თავისი არსით მთლიანად ადამიანებს, მათ შინაგან თუ გარეგან, სოციალურ სამყაროს ეძღვნება. ის ეძღვნება ადამიანების სულიერ თუ პროფესიულ გარდასახვებს – რა გვასწავლა ან რას გვასწავლის ესა თუ ის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში; როგორ ვაქციოთ პიროვნული სისუსტეები ჩვენს ძლიერ მხარედ, როგორ გარდავქმნათ ცხოვრება ახლა, ამ წამიდან – უკეთესებისკენ. ვთვლით, რომ პირველ ეტაპზე – იცვლი აზრს, შეხედულებას, შემდეგ იცილებ გარკვეულ ბარიერს “გზიდან” და ბოლოს კი შენს ნამდვილ მე-სთან შეხვედრისას – იწყება დაუვიწყარი თავგადასავალი სახელად “მეტამორფოზა” და, ჩვენ გარდავიქმნებით. ამას ჩვენი…
ბრიტანულმა სტარტაპმა, სახელად Kaikaku, შექმნა ავტომატური რობოტების პლატფორმა, რომლებიც რესტორნებში კერძების მომზადების სტანდარტულ საქმიანობებს ასრულებენ. Business Insider-ის ცნობით, ამ გამოგონებით Kaikaku-ს შემოსავალმა $1.2 მლნ შეადგინა. Kaikaku ლონდონში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც საქმიანობა მხოლოდ 10 თვის წინ დაიწყო, სულ რამდენიმე თვეში კი ბრიტანეთის დედაქალაქშივე პირველი რესტორანი გახსნა, სადაც მომხმარებლებს რობოტები ემსახურებიან. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ რესტორანში ყველაფერი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი! ეს საინტერესო ამბავი უფრო ზუსტად რომ გავიგოთ, Kaikaku-ს მფლობელები ჩვენთვის გასაგებ ენაზე განმარტავენ, რომ AI რესტორანში შემუშავებულია ინვენტარის მართვის ავტომატური სისტემა, საკვების მოსამზადებლად საჭირო 3D უსაფრთხო მასალები და აქვეა გამანაწილებელი რობოტიც, რომელიც საკვები “კარტრიჯების” გამოყენებით, ნებისმიერ კერძს 26 წამში “აწყობს”. სპეციალურ აპარატურაში…
ხელოვნური ინტელექტი რომ ჩვენი საქმიანობის გასამარტივებლად დღითიდღე იხვეწება, ამაზე მორიგი საინტერესო ფაქტიც მეტყველებს – გარდა სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებულთა მრავალფეროვანი “დახმარების” შესაძლებლობისა, AI უკვე გადაყრილი ნაგვის გაანალიზებასაც ახერხებს.The New York Times წერს, რომ ამერიკის რესტორნებსა და მარკეტებში სწორედ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისათვის, რომ შეაფასონ, მომხმარებლები რა პროდუქტებს ყრიან.საკვების ნარჩენები გლობალურად უდიდესი პრობლემაა. Business Insider-ის მონაცემებით, მხოლოდ ამერიკაში მოყვანილი პროდუქტების 30%-40% იყრება. გადაყრილი საკვების დიდი ნაწილი კი კომპოსტირების ნაცვლად, ნაგავსაყრელზე ხვდება.ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ამერიკულ კომპანიათა ნაწილი სწორედ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ამით ისინი აანალიზებენ, რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებიდან რომელი პროდუქტი რა რაოდენობით იყრება. მიღებული მონაცემების მიხედვით, შედარებით მცირე რაოდენობით ხდება იმ საკვები…