Amazon-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, კომპანიამ ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ხუთ მილიარდზე მეტი ამანათის მიწოდება შეძლო. ეს მაჩვენებელი კი ნამდვილად რეკორდულია! ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ გიგანტი კომპანია მუდმივად ცდილობს, ერთგულ მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სერვისი შესთავაზოს, რაც გულისხმობს ამანათების ყველაზე სწრაფ მიწოდებას, რითაც უმეტესად Amazon Prime-ის წევრები სარგებლობენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ, როგორ ახერხებს მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მსხვილი კომპანია ლოგისტიკური პროცესების შეუფერხებელ მართვას.
კომპანიის საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო პერიოდში Amazon-ის მიწოდების ეფექტურობა ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიის მეშვეობით გაუმჯობესდა. სწორედ AI-ის საშუალებით, Amazon-ში შესაძლებელი გახდა ამანათების უფრო სწრაფი დახარისხება, დამუშავება და მათი შორ მანძილზე ტრანსპორტირების ორგანიზებაც იმგვარად, რომ ლოგისტიკური ჯაჭვი არ დაირღვეს. ამ პროცესებში მთავარ როლს კომპანიის მხრიდან ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული მსხვილი ინვესტიციები ასრულებს, რაც უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან ერთად, ადამიანების და რობოტების ერთობლივ საქმიანობას მეტად ეფექტურს ხდის.
Amazon-მა ჯერ კიდევ 2014 წელს დანერგა ე.წ. Same Day Delivery სერვისი, რაც ამანათების შეძენის დღესვე სასურველ მისამართზე მიწოდებას გულისხმობს. 10 წლის განმავლობაში სერვისი ამერიკის გარდა, კომპანიის ევროპის წარმომადგენლობებშიც გავრცელდა და შედეგად, ამ სწრაფ და მოსახერხებელ სერვისზე წვდომა დღეს კიდევ უფრო მეტ ქალაქს აქვს.
კომპანიაში აანონსებენ, რომ უახლოესი მომავლის გეგმებში კვლავ სერვისების მაქსიმალურად გაუმჯობესებაა, თუმცა უცნობია, უფრო ზუსტად რა იგულისხმება აღნიშნულში. ცნობილია ის, რომ ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებით, Amazon-ი რჩება ფართო ასორტიმენტის რეკორდულად სწრაფი მიწოდების ერთგული, რაც მომხმარებელთან ერთად, თანამშრომლების კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს!